ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებას ეხმაურება.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, პარტიების გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს ორი ამოცანა, ერთი მორალური ნაწილი და ზოგადი საკითხები ან მეორე კონკრეტული ამოცანა - დღეს ეს შეიძლება იყოს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება.
მისი თქმით, სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა ამ ორი ამოცანიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებს.
„მასთან ღირებულებით ნაწილში გაერთიანება წარმოუდგენელია, ასევე ივანიშვილის დამარცხება ნაციონალური მოძრაობის სახელით და ქუდქვეშ არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ, ევროპული საქართველო ვცდილობთ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც ღირებულებით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან და გავზარდოთ ამომრჩევლის რაოდენობა.
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოემსახურება მეორე ამოცანასაც, ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც ხმას მიცემს ევროპულ საქართველოს, ვერაფრით ვერ იქნებ ბიძინა ივანიშვილთან, ოღონდ ასევე ვერ იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ