უნგრეთი უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად, 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნის წინააღმდეგია. ამის შესახებ Politico წერს.
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს უნგრეთმა განაცხადა, რომ ფონდის შექმნის წინააღმდეგი იქნება, ვიდრე უკრაინა არ ამოიღებს უნგრულ ბანკ OTP-ს „ომის სპონსორების“ სიიდან.
წინადადება ითვალისწინებს წელიწადში, სულ მცირე ხუთი მილიარდ ევროს გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რათა დაიფაროს ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის ყიდვის, მიწოდების და უკრაინელი სამხედროების წვრთნის ხარჯები.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს ფონდში 20 მილიარდი ევროს დამატებას.
„ჩვენ შევთავაზეთ სპეციალური სესიის შექმნა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, რათა უზრუნველყოს წელიწადში ხუთი მილიარდი ევრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის. “, – განაცხადა ბორელმა.
ამ დროისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოყო ფონდისთვის. თუმცა ბრიუსელში სურთ შექმნან ფინანსების უფრო სტაბილური წყარო, რათა თავიდან აირიდონ რთული მოლაპარაკებების აუცილებლობა ფონდის შექმნასთან დაკავშირებით.