უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ, კიევი სამხედრო საფრთხედ განიხილავს.
„კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომები რუსეთის მიერ ანალოგიურ განცხადებაზე უკრაინულ გემებთან დაკავშირებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 ივლისს განაცხადა: „20 ივლისის 00:00 საათიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად“.
უკრაინის თავდაცვის სამისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით თავად დააყენა რუსეთის გემები საფრთხის ქვეშ, ამიტომ უწყების განცხადებით, ყველა რისკზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.