საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩ ჰიდეკი იშიძუკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტებს შორის პოზიტიური კავშირები. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის წარმატებულ ვიზიტზე იაპონიაში.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონია დაინტერესებულია ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარებითა და საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით.
შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.