უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ კასეტური ჭურვების გამოყენება დაიწყო, ამის შესახებ The Washington Post უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„უკრაინამ დაიწყო აშშ-ის მიერ გადაცემული კასეტური ჭურვების გამოყენება რუსეთის ძალების წინაღმდეგ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ცდილობს გატეხოს კარგად გამაგრებულია რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის არმიის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელეს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
წყაროს ცნობით, უკრაინის ძალებმა საბრძოლო ჭურვები რუსული პოზციების წინააღმდეგ გაუშვეს, რათა გაანადგურონ სანგრები, რომლებიც ანელებენ უკრაინის ძალების წინსვლას.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული კასეტური ჭურვები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე მზად იქნება გამოყენებისათვის. მედიის ინფორმაციით, ჭურვებს ბახმუტში გამოიყენებენ.