გვახსოვს, ხოშტარია როგორ ახტებოდა მანქანებს. მაშინ, შეიძლება, რუსეთიდან მომდინარე დაფინანსება საკმარისი იყო, ახლა კი დამატება უნდა. სექტა მასაც გააჩნია. თავის დროზე გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, მათ რა ამოცანა და რა როლი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მათაც უნდათ, იგივე სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა. ეს ფანჯარა რამდენად ფართოა, ამაზე პასუხი არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრნენ.
„უგულავასა და გაბაშვილს რა კონფიგურაცია აქვთ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ელენე ხოშტარიას რეიტინგი მაღალი არ არის და ალბათ, კვიპროსში თავის მოსაწონად ჩავიდნენ, რათა იმ სქემიდან არ ამოვარდნენ, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. მათი მიზანია, ამ სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ იმ პოლიტიკურ ლიდერებად, რაც რევოლუციურ კომიტეტს სჭირდება და გაერთიანებულია ხაბეიშვილის გარშემო. არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავისი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში. არ მგონია, მათ მოგზაურობას სხვა დანიშნულება ჰქონდეს – ისინი სალაროში ჩავიდნენ, შეყვეს თავი და ეუბნებიან, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები, დაფინანსება ჰქონდეთ, კონკრეტული საქმიანობისთვის. გვახსოვს, ხოშტარია როგორ ახტებოდა მანქანებს. მაშინ, შეიძლება, რუსეთიდან მომდინარე დაფინანსება საკმარისი იყო, ახლა კი დამატება უნდა. სექტა მასაც გააჩნია. თავის დროზე გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, მათ რა ამოცანა და რა როლი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მათაც უნდათ, იგივე სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა. ეს ფანჯარა რამდენად ფართოა, ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.