ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებას ეხმაურება.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ევროპულ საქართველოს ამომრჩეველთან ღირებულებითი და შინაარსობრივი კავშირი აინტერესებს.
მისი თქმით, მათი გადმოსახედიდან, ღირებულებები, პოლიტიკური შინაარსი და ნაციონალური მოძრაობა ოქსიმორონია.
„რომელი სხვა პარტია მიეკედლება მათ, ეს ნაკლებად გვაინტერესებს, ამით მხოლოდ დაადასტურებენ, რომ პოლიტიკაში მათი მოღვაწეობა არ ემსახურებ ფასუელობებისთვის ბრძოლას, საჯარო ინტერესს და მიზნად უბრალოდ ძალაუფლებაში დაბრუნებას ან ამ ძალაუფლების მოპოვებას ისახავს“ - თქვა თენგო კირთაძემ.