ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ ალტ-ინფოსა და მისი ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას დასანქცირების მოთხოვნას გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, დასავლეთის სანქციებზე ჩვენ არანაირი ზეგავლენა არ გვაქვს და რაზეც გვაქვს გავლენა, უმჯობესია მასზე ვკონცენტრირდეთ - ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილება.
„ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მორგოშია ქართული ოცნების ჩვეულებრივი ნაწილია და როდესაც ოცნება დამარცხდება, დამარცხდებიან მორგოშიებიც.
თუმცა იმ თვალსაზრისით მისასალმებელია, როცა დაიწყება ინდივიდუალური დასანქცირებები, ეს სხვა მოძალადეებს დააფიქრებს მათ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით“ - თქვა თენგო კირთაძემ.