არაა საიდუმლო თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ს ეთერში განაცხადა..
რატი ბრეგაძის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის განსხვავება საარჩევნო კლიპებშიც კარგად გამოჩნდა. „არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის, და ეს, თუნდაც, საარჩევნო კლიპში არის გამოხატული. ისინი, ფაქტობრივად, საკუთარ საარჩევნო კლიპში ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ხოლო ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი, მათ შორის, საქართველოს და ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ნათელი სხვაობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძე.