ისინი აიძულებდნენ სკოლაში ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილის, სახელი, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ს ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ შორის, არსებობს კადრებიც, როდესაც ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილის, სახელი და საზოგადოება, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხედავს, რომ პიროვნების ამგვარი კულტი, მათ შორის, შეშურდებოდათ ბოლშევიკებსაც “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.