აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს სამხედრო დახმარების არა აშშ-ის მარაგებიდან გაგზავნას, არამედ შეძენას. პაკეტში ძირითადად შედის ოთხი NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა. ასევე Phoenix Ghost და Switchblade დრონები.
ამასთან, შეერთებული შტატები უკრაინისთვის შეიძენს 150 ტანკერს, 115 ტაქტიკურ მანქანას ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის, 50 ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის ევაკუაციისთვის, პორტების და ნავსადგურების დასაცავად და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას, ასევე ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს.