ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ კონფერენციაზე ნატოში ინტეგრაციაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ის, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ მისცეს, ეს დიდი შეცდომა იყო და ამაზე დღეს უკვე ყველა ლაპარაკობს.
მისი თქმით, სამწუხაროდ გარკვეული დრო და მოვლენები დასჭირდა ამის გააზრებას ზოგიერთი დიდი სახელმწიფოსა და ლიდერის მხრიდან, რომ ეს საჭირო ნაბიჯი იყო.
„წინა ხელისუფლება ამაზე ყველას აფრთხილებდა და არა მარტო ლაპარაკობდა, არამედ მოქმედებდა კიდეც იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოფილიყო მთავარი საკითხი. მაშინ წევრი სახელმწფიოების გარკვეულ ნაწილს ეს არ სურდა, თუმცა ახლა მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ იმ სახელმწიფოებმა გაიაზრეს შეცდომა და დაინახეს რეალობა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამწუხარო მდგომარეობა, როცა საქართველოს ხელისუფლება ასე არ ხედავს, არ სურს, და პირიქით, დაახლოების მაგივრად გვაშორებს უსაფრთხოების მთავარ გარანტს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა