ვიღაც ფიქრობს, რომ დასანქცირება თუ იქნება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„მსუბუქად რომ ვთქვა, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნა არასწორია და წერტილი. ვიღაც თვლის, რომ დასანქცირება თუ იქნება, ამით ხელისუფლება დასუსტდება, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ზიანდება. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ არ შეიძლება, 24/7-ზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი ეს იყოს. „ქართული ოცნება“ ამით იკვებება და ურჩევნია, ამაზე ილაპარაკოს, ვიდრე იმაზე, რატომ გაუშვა საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა, რომ ნატო-ს სამიტზე პროგრესი მიგვეღწია. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ამის ნაცვლად, სააკაშვილსა და ლობისტურ კამპანიაზე ისაუბროს. სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ჩემთვის ეს თემა საინტერესო არ და ვერ იქნება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.