სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანმშრომელმა პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა გნაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას. „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, ქალბატონ სალომესაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ვფიქრობ, თვითონაც ნელ-ნელა ხედავს, რომ ეს საჭიროება დადგება“.
აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ალექსანდრე კრევო საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას არასდროს იკავებდა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „სამწუხაროა, რა სისწრაფით გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა პიერ-ალექსანდრე კრევომ საქართველოს პოლიტიკური სივრცის მახინჯი და უღირსი თვისებები“.