ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ორი დღის წინ გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია. ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ და დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა. მას სამი დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.