19 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის ძალები კიევის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ, უკრინის თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურა.
კიევის სამხედო ადმინისტრაციის ხელმძღევანელის სერჰი პოპკოს განცხადებით, გასული ღამე მთელი უკრაინისთვის რთული იყო, განსაკუთრებით ოდესის ოლქში. ასევე მისივე ინფორმაციით, მტერმა კიევს "Shahed"-ით შეუტია, თუმცა უშედეგოდ.
პოპკომ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის წინააღმდეგ გაშვებული დრონები დროულად აღმოაჩინა და გაანადგურა. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი და ნგრევა არ არის, მონაცემები ამ დრომდე ზუსტდება.
რუსეთმა უკრაინის წინაღმდეგ 30 ფრთოსანი რაკეტა, ერთი საავიაციო და 32 Shahed-ის ტიპის დრონები გაუშვა, უკრაინის თავდაცვამ მტრის 37 სამიზნე გაანდგურა.
რუსი ოკუპანტები უკრაინას სამხრეთიდან უტევდნენ, მტერი თავს დაესხა კრიტიკული მნიშვნილების ინფრასტრუქტურასა და სმხედრო ობიეტქებს, ძირითადად მტრის იერიში მიმართული იყო ოდესის ოლქის წინაღმდეგ.