უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ BBC-თან ინტერვიუში უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევა იმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ისურვებედნენ.
„ჩვენი სურვილი იქნებოდა, შედეგებისთვის სწრაფად მიგვეღწია. მაგრამ რეალურად ეს ფაქტობრივად შეუძლებელია“, - განაცხადა გენერალმა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის აღმოსვლეთით ტერიტორია სავესა ნაღმებითა და თავდაცვითი ზღუდეებით. მისი თქმით, რუსეთის ჯარს ბევრი დამცავი ზღუდე აქვს აღმართული. „ამიტომ ჩვენი წინსვლა, ნამდვილად არც ისე სწრაფად ხდება, როგორც ვისურვებდით“, - განაცხდა სირსკიმ.
თუმცა სახმელეთო ჯარების მეთაურს მიაჩნია, რომ უკრაინას რუსეთთან ერთი უდავო უპირატესობა მაინც აქვს.
„მიმაჩნია, რომ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და ჯარისკაცების ერთმანეთის მიმართ ნდობა - ჩვენი არმიის ძლიერი მხარეა“, - აღნიშნა სირსკიმ.