უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი, მტერმა ძირითადი ძალისხმევა კუპიანსკის მიმართულებით გადაიტანა, ბახმუტის მიმართულებით კი რეზერვები გადაისროლა. ამის შესხებ უკრინის შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხდა.
„თავდაცვის ძალები განაგრძობენ ამოცანების შესრულებას აღმოსავლეთის მიმართულებით, ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ბახმუტის მიმართულებით მტერმა გადაისროლა რეზერვი დ ცდილობს ჩვენი წინსვლის შეჩერებას“, - განაცხადა სირსკიმ.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსებს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვთ კუპიანსკის მიმართულებით, სადაც უკრაინელი სამხედროები ამაგრებენ თავდაცვას.
„ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა სახმელეთო ჯარების მეთაურმა.