ვბრუნდები საქართველოში. ალბათ დიდ ხანს ვერ გავძლებ, გული უკვე უკან მომიწევს, ჩემს ძმებთან, ჩემს თანამებრძოლებთან, - ამის შესახებ კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს და ნიკა გვარამიასთან ერთდ გადღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ვბრუნდები საქართველოში.ალბათ დიდ ხანს ვერ გავძლებ, გული უკვე უკან მომიწევს, ჩემს ძმებთან, ჩემს თანამებრძოლებთან.
კიევში ნიკა გვარამია რომ არ მენახა, გული დამწყდებოდა.
ლამის 24 საათიანი შეხვედრების გრაფიკის მიუხედავად, შეძლო დროის გამონახვა, ბევრი ვისაუბრეთ, ომზე, მშვიდობაზე, უკრაინაზე და რა თქმა უნდა ჩვენი სამშობლოს მომავალზე.
იცით როგორია ნიკა? აი ისეთი, როგორც კონფუციმ შეხვედრის შემდეგ ლაო-ძი დაახასიათა: "წარმოიდგინეთ დედამიწის ზომის ურჩხული, ხომ წარმოგიდგენიათ რა ზომის თავი ექნება იმ ურჩხულს? აი ასეთი თავი აქვს ლაო-ძის," - წერს კობა ხაბაზი.