ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
სტიქიამ მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც საავტომობილო გზის ჩახერგვა გამოიწვია.
მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური.
მერიაში აცხადებენ, ოპერატიულად მიმდინარეობს მოსახლეობის დახმარება, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა.
ხვალ დილიდან ზარალის შესწავლა დაიწყება.