უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს გააგძელებს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადების მიუხედავად.
„ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე შეთანხმება - რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებ {შეთანხმებას}, ის არღვევს თავის შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივანთან გუტერეშთან და {თურქეთის} პრეზიდენტთან ერდოღანთან და არა ჩვენთან. ჩვენ მასთან {რუსეთთან} არანაირი შეთანხმება არ გვქონია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მან სთხოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოამზადოს ოფიციალური სიგნალები გაეროსა და თურქეთისთვის, რათა უკრაინის პრეზიდენტს უპასუხონ, რომ მზად არიან შეთანხმების გასაგრძელებლად.
„რუსეთის გარეშეც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევძლოთ შავი ზღვის ამ დერეფნის გამოყენება. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მოგვმართეს კომპანიებმა, რომლებიც ხომალდების მფლობელები არიან. მათ თქვეს, რომ ისინი მზად არიან თუ უკრაინა გამოუშვებს {უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ტვირთებს}, თურქეთი კი გაატარებს. - ყველა მზად არის გააგრძელოს მარცვლეულის მიწოდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.