ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ და არ ვიცი, რა ფორმატი იყო, თუმცა ყველგან შეთქმულებისა და კონსპირაციის ძებნა იმას ადასტურებს, რომ საკმარისია ერთად სამი-ოთხი კაცი შეიკრიბოს და ხელისუფლებას ამის ეშინია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებასთან დაკავშირებით.
„არ ვიცი, წინანდალში რა ფორმატის შეკრება იყო, მაგრამ ხუთი-ექვსი ადამიანი რომ შეიკრიბება, ამის გამო გამოაცხადო, რომ არეულობა და გადატრიალება უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ გეშინია. ეს ყველაფერი მხოლოდ „ქართული ოცნების“ შიშს ასხივებს. რომ მივეპატიჟებინეთ, სიამოვნებით მივიდოდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.