საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ შეხედულება.
ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რა კომენტარს გაკეთებდა საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.
„ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. მე ვიცი, რომ ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავისი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.