საქართველოში პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება და დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრება.
პოლონეთის ელჩის ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მოვალეობის შემსსრულებელი მარიუშ პიეტრ ჟაკი იმყოფება, რომელიც ილია დარჩიაშვილს ხვდება.
დიპლომატს საგარეო უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ექნებათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.
14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.