ჩეხეთში ტყის მასივი იწვის. ამ დროისათვის ხანძარი ქალაქ პისეკის რაიონში ტყის 40 ჰექტარს მოედო.
მედიის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს ხუთი მეხანძრე დაშავდა, თუმცა მათი ჰისპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართულია სამი ვერტმფრენი. ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის მოცულობა ჯერ უცნობია.
ხანზძარი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს.
ჩეხეთში ამ დღეების ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ზოგ ადგილებში ტემპერტურამ 38 გრადუსს მიაღწია.
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.