რუსეთს აქვს კასეტური ბომბების საკმარისი მარაგი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიას განუცხადა.
„რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ კასეტურ იარაღს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ საპასუხო ზომები“, – თქვა პუტინმა.
აშშ-მა უკრაინას უკვე გადასცა კასეტური ბომბები, თუმცა კიევმა პირობა დადო, ჭურვებს მხოლოდ მტრის ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილებში გამოიყენებს.
კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამერიკა, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერები არ არიან.