ნატო-ს გაფართოება ხელს შეუწყობს ხანგრძლივ მშვიდობას და სტაბილურობას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.
„თურქეთის დარწმუნებულია, რომ ალიანსის გაფართოება არის ხანგრძილივი მშვიდობისა და მსოფლიოში სტაბილურობის გასაღები. სწორედ ამიტომ თურქეთი მტკიცედ უეჭერს მხარს ნატო-ში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის გაწევრიანებას“, - განაცხადა ალთუნმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დაადასტურა მკაფიო მხარდაჭერა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
„თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გეოგრაფიულ გაფართოებას არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ალიანსს, როგორც უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციას, რომელსაც შეეძლება სტაბილურობის დამყარება“, - განაცხადა ერდოღანის პრესსპიკერმა.