დასავლეთ ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას NBCNews ავრცელებს.
მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ ანდრე ლონგმორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ოთხი ადამიანი – სამი კაცი და ერთი ქალი. ლონგმორი ჯერ დაკავებული არ არის.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა.
სროლის მოტივი უცნობია. ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 000 დოლარია დაწესებული. ქვეყნის შერიფმა, მოუწოდა მოსახლეობას, რომ ლონგმორის გამოჩენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მას, რადგან ის, სავარუდოდ, შეიარაღებულია.