კინოცენტრს შეიძლება ბევრის სიახლე სჭირდებოდა შიგნიდან, მაგრამ არა სამინისტროს მხრიდან ფილმების შინაარსის და ჰეფი ენდების კონტროლი. ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეს ხდება 2023 წელს, რუსეთის უკრიანაზე თავდასხმის ეპოქაში, მაშინ როდესაც რუსეთში ხელოვნება მთლიანად დამორჩილებულია ხელისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი კინორეჟისორი ნუცა ალ;ექსო-მესხიშვილი წერს.
„კინოცენტრის თემაზე:
2021- 22 წლებში როდესაც დირექტორი იყო Gaga Chkheidze /ორჯერ ვიყავი კომისიაში, დაბალბიუჯეტიანი და დებიუტის ფილმების / ასევე ორჯერ მქონდა შეტანილი ჩემი პროექტი სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსების კონკურსში. კომისიაში ყოფნისას გავიცანი არაჩვეულებვრივად საინტერესო ადამიანები - ჟიურის წევრები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ არავის კინოცენტრის მხრიდან არანაირი სურვილი, მითითება ან მინიშნებაც კი არ გამოუთქვამს არჩევანის გაკეთების თაობაზე. დარწმუნებული ვარ რომ ყველამ ჩვენს ხედვებზე, გემოვნებაზე და პრინციპებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება.
თუ კი საიდანმე იყო ზეწოლა, ეს იყო სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული რეჟისორების და პროდიუსერების მხრიდან და კონკურსის მთელი ჟიური გაგვხადეს სრულიად უსამართლო და მდაბიო კრიტიკის და თავდასხმის ობიექტებად.
ჩემი პროექტის შეტანის დროს, ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო ჟიურიშიც და ჟიურის თავმჯდომარეც კი. ჩემმა პროექტმა ვერც ერთხელ ვერ მიიღო დაფინანსება.
ასე რომ კინოცენტრს შეიძლება ბევრის სიახლე სჭირდებოდა შიგნიდან, მაგრამ არა სამინისტროს მხრიდან ნეპოტიზმთან ბრძოლა და ფილმების შინაარსის და ჰეფი ენდების კონტროლი.
ვერსად ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეს ხდება 2023 წელს, რუსეთის უკრიანაზე თავდასხმის ეპოქაში, მაშინ როდესაც რუსეთში ხელოვნება მთლიანად დამორჩილებულია ხელისუფლებას.
პარალელების გავლება და სამყაროს პოლიტიკურ ჭრილში დანახვაც ხელოვანის და კინორეჟისორის საქმეა.
ერთადერთი რაც ხელისუფლებას მოეთხოვება, ეს არის პრიორიტეტების სწორად დანახვა და დაფინანსების გაზრდა კინოსთვის.
სრული მხარდაჭერა კინოცენტრიდან განთავისუფლებულ ადამიანებს.
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“ - წერს ნუცა ალექსი-მესხიშვილი.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში კინოცენტრში რეორგანიზაციის გარშემო მიმდინარე პროტესტის შესახებ განაცხადა, რომ სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა". მისივე თქმით, პოლიტიკა მინისტრის და "მაქსიმუმ მისი მოადგილეების საქმეა", და არა კინოხელოვანების.