უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის სწრაფად დასრულება პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერაზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ახლა, როდესაც უკრაინის მიმართ გლობალურ მხადაჭერაზეა დამოკიდებული ომის სწრაფად დასრულება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური, მაქსიმალურად შინაარსობრივი.
ივლისის 15 დღის განმავლობაში უკვე შედგა მოლაპარაკებები, შეხვედრები, ღონისძიებები აშშ-ის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდრელანდების, თურქეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, ლიეტუვის, შვედეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, გვინეა-ბისაუს ლიდერებთან, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ფონ დერ ლაიენთან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან... არგენტინის სტუდენტურ გაერთიანებასთან, უმსხვილეს ამრიკელ ინევსტორებთან და კომპანიების ხელმღვანელებთან... დღეს კორეის რსეპუბლიკის პრეზიდენტთან.
ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო მუშაობის ტემპი ყველა დონეზე, რათა აღვადგინოთ მშვიდობა ჩვენს მიწაზე და ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ დატოვებს არცერთ ადამიანს, არცერთ ქალაქსა და სოფელს რუსეთის ტყვეობაში.
„ყველგან, სადაც გრძელდება რუსული ოკუპაცია, ბატონობს ძალადობა, ადამიანების დამცირება {არ მივატოვეთ}. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის - ყველა ლიდერის, ყველა პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ყველა ქვეყნის, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება საშუალებას მოგვცემს დავაბრუნოთ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია სამართლიან წესებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.