ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და ბოლომდე, ვაჟკაცურად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, „მთის დღეების“ ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„იცით კარგად, რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი. ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და ბოლომდე, ვაჟკაცურად იცავდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ, ადგილზე უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. ბევრ ქვეყანაში, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ ამ პროცესში და რუსეთის მხარე ეკავათ, ელჩები დღემდე ჰყავს უკრაინას, არ გამოუწვევიათ“, – განაცხადა პრემიერმა.