ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბშილმა ევროპარლამენტარის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვფიქრობ, მორიგი მცდელობაა ახალი სპექტაკლის დადგმის, იგივე ეს წერილები რაც მივიღეთ თუნდაც ევროპარლამენტარებისგან. მე მინდა ასევე გავიმეორე, ნაცვლად იმისა, მათ ჩვენ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა კვდება და ა.შ.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
44 ევროპარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.