საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა სტანდარტს, ერთადერთი დარჩენილია თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ყურადღება გამახვილებული იყო თავისთავად, უკრაინაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად უკმაყოფილო არაინ იმ შედეგით, რომელიც სამიტიდან წაიღეს. გასაგებია ნატო-ს წევრი ქვეყნების სიფრთხილეც გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ვნახოთ, მთავარია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავად ჩამოყალიბდნენ.
რაც შეეხება საქართველოს, ყველანაირად მზად არის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი და საუბარი იმაზე, თითქოს რაღაც რეფორმებია კიდევ ჩასატარებელი ეს არის მხოლოდ საბაბი. სამწუხაროდ, თავად ნატო-ს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა. ერთადერთი რამე, რაც არის დარჩენილი, ეს არის თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს ნატო-სი. შეადარეთ, აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო ნატო-ს ხუთ, ექვს, შვიდ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერით და დემოკრატიულობის გადმოსახედიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.