რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, კანონდარღვევა არ არის და იუსტიციის მინისტრი გამოვარდნა და კადრების ჩვენება, არის უბრალოდ სამარცხვინო - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია,გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.
ბიორგი ბარამიძის თქმით, გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე,იუსტიციის მინისტრის მხრიდან მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
„საერთოდ გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა - იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში, ეს რა პრობლემაა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მათ შეეძლოთ ნებისმიერ რამ, რაც არის დაკავშირებული პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, გაეტანათ. რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, ეს არაფერი კანონდარღვევა არ არის და ამისთვის გამოვარდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანს რაღაც წინდაში ჩადებული, არის უბრალოდ სამარცხვინო ამბავი და რაღაც პროვოკაციაზე საუბრობს, რა არის აქ პროვოკაციული? რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა? რისი პროვოცირების გამო აკეთებდა ამას? თვითონ ამბობენ, რომ რაღაცის ნიმუშიაო და იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა? ვინმემ რამე გამოიკვლია? რა იყო? რატომ ედო? რა ქაღალდი ედო ამ ადამიანს წინდაში? იქნებ რამე მისი პარადი ნივთია, ვინმემ ეს გამოიძია? შეისწავლა? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და საზოგადოებას ეუბნები სისულელეს, ამ ადამიანს არაფერი არ დაურღვევია, არანაირი კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დაჭირდა კითხონ და უპასუხებენ, მე არ ვიცი ცხადია“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, პოლონელ ექიმს პროცედურები არ დაურღვევია.
„წინასწარ მოწოდებულ დასკვნებზე რომ რეაგირებთ. და ეს ადამიანი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჰქვია, გამოხტება და ყველანაირი შესწავლის გარეშე გამოხტება და ამას ლაპარაკობს. არც პროცედურა დაურღვევია ამ ადამიანს, არც კანონი და საერთოდ არაფერი არ დაურღვევია. სჯობს იმაზე ისაუბრონ, თვეების განმავლობაში პოლონელ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს რომ აიძულებდნენ, საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონებათ არაკვალიფიცირებული ექიმები იყვნენ. ეს მათი პრობლემაა, რომ ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიდნენ. როდესაც ადამიანი უმაღლესი კვალიფიკაციის არის ევროკავშირში, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ, საქართველოში მას კვალიფიკაციას უწუნებს ვინმე? ოთხი თვე აწვალეს ეს ადამიანები სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების გამო. ოფიციალურ დონეზე უთხრეს, რომ შეუშვებდნენ და შემდეგ რაღაც ბარიერებს უქმნიდნენ, სჯობს ამაზე ისაუბრონ და არა იმაზე, რომ თითქოს ამ ადამიანმა რამე დააშავა, თითქოს ამ ადამიანმა რამე პრობლემა შექმნა, მათ რაც უნდოდათ გააკეთეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში - გააკეთეს, ნიმუშებიც აიღეს და ა.შ. თუ კი ეს ადამიანი დავუშვათ და რამეს მალავდა, ეს კიდევ უფრო საგანგაშო არის, მაშინ ამ ადამიანებს არ აქვთ ნდობა ამ ხელისუფლების და რაღაცის ფარულად გამოტანა მაინც გადაწყვიტა, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, ეს არის იგივე პუტინის რეჟიმის გაგრძელება და ე.ი მის მიმართ არ აქვთ ნდობა. ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან - თუ კი ვიღაცამ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რამე ჩუმად გამოიტანა, მითუმეტეს, როცა მათ შეეძლოთ ოფიციალურად გამოეტანათ ნებართვით და არც არავინ არ იცის რა ფურცელს წარმოადგენს.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს,