უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინა თავისი წარმოების იარაღს გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად. ამის შესახებ მან Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენი ხალხის გადასარჩენად, ვინმეს ნებართვა რატომ უნდა ვკითხო რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომ უნდა ვიფიქრო რისი უფლება არ მაქვს იქ. რატომ? იმიტომ რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებისთვის, რომლებიც კვდებიან, სულერთია...
ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენ უნდა გადავწვიტოთ, როგორ მოვკლათ მტერი. ომში საჭიროა და უნდა მოკლა ის თავის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს ეშინიათ თავიანთი იარაღის გამოყენების, ჩვენ მოვკლავთ {მტერს} ჩვენი იარაღიდან, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ზალუჟნიმ.