პოლონელმა ექიმებმა, წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე, რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის ეხმიანება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, ერთი კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე. წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“, – წერს ნინო ნადირაძე.