კრემლის პერესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე განცხადება არ გაუკეთებია.
ამის შესახებ პესკოვმა რუსულ გამოცემა „ინტერფაქსს“ განუცხადა.
„ამასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაგვიკეთებია“, - აღნიშნა პესკოვმა.
სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანხმდებიან, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ გაგრძელდება.
„ჩვენ ვემზადებით პუტინთან შესახვედრად აგვისტოში და შევთანხმდით შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.
უფრო ადრე, ვლადიმირ პუტინმა განაცახდა, რომ რუსეთი „მარცველულის შეთანხმებას“ გააგრძელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთისთვის მიცემული ყველა დაპირება შესრულდება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წინადადება „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, მისი გაგრძელების საკითხს გადაწყვეტდა.
კერძოდ, გუტერეშმა პუტინს შესთავაზა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების სანაცვლოდ „როსსელხოზბანკი“ საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ს მიუერთდებოდა.
გაერო-სა და თურქეთის მიერ მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა 17 ივლისს იწურება.