მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეში შევალთ წინასაარჩევნი პერიოდში, წარმოუდგენელია მიშა სააკაშვილი იყოს ციხეში, ასეთ თამაშის წესებს არ მიიღებს დასავლეთი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა 44 ევროდეპუტატის განცხადებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მშესაბამის სამედიცინო დახმარებს მიიღებს.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მათ წინააღმდეგ, ვინც ლახავს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, მოსალოდნელია „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება.
„ამერიკელი ელჩებმა, ვისაც საქართველოში უმუშავიათ, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერეს ღია წერილი, სადაც ყველა ერთხმად მოითხოვს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ლახავენ პრეზიდენტ სააკაშვილის ადამიანის უფლებებს, ემუქრებათ არა მხოლოდ სანქციები, არამედ პირდაპირ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება მათ წინააღმდეგ. შეუძლიათ ჩახედონ „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ამოქმედებულია ბევრი პოლიტიკური მოთამაშის მიმართ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტიდან, ისევე როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ძალიან უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები, „მაგნიტსკის სია“ არის ერთი, რომელიც არის ჩამოწერილი სახელით და გვარებით, „მაგნიტსკის აქტი“ არის შეერთებული შტატების მიერ მიღებული კანონი , რომელიც ითვალისწინებს ასეთი ბოროტმოქმედების პირდაპირ სანქცირებას და ასევე რეზოლუციების მიღების შემდგომ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე არის კონკრეტული მიმართვა ხელმოწერილი, რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული. ჩვენ პრაქტიკულად შევდივართ საარჩევნო ფაზაში, სულ რამდენიმე თვეში საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი საქართველოში და იმ მოცემულობაში, როდესაც მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიზის ციხეში და შენ გინდა, რომ ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს უბრალოდ არ გამოვა, ასეთ თამაშის წესებს არ მიიღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები,“ - განაცხადა ცისკრიშვილმა.