სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და საზღვარგარეთ რა უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა 44 ევროდეპუტატის განცხადებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მშესაბამის სამედიცინო დახმარებს მიიღებს.
„ევროპარლამენტარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს განცხადების შემდეგ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მაინც ითხოვს, იმას ემსახურება, რომ გლობალური „ომის პარტია“ „ლოკალური ომის“ პარტიის საშუალებით ქვეყანაში ცდილობს არეულობას და მეორე ფრონტს. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს ქვეყანაში მეორე ომი, ფრონტი. სააკაშვილი გამოცოცხლდა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და როცა ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაშია, მაშინ საზღვარგარეთ რა უნდა? უცხოეთში წასვლა რატომ უნდა? ეს კითხვა მაქვს ევროპარლამენტარებთანაც", - განაცხადა მაჭარაშვილმა.