ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ვერ ხედავს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ჰელსინკში ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური საფრთხე პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების. არა მხოლოდ დასავლეთმა, არამედ ჩინეთმაც და დანარჩენმა მსოფლიომაც {პუტინს} უთხრა: „არ მიმართო ამას, არ გააკეთო ეს“.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას.
ბირთვული იარაღი გახდა შანტაჟის ინსტრუმენტი მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს. მათ შორის, პუტინი მიმდინარე წლის გაზაფხულზე ბელარუში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ლუკაშენკასთან შეთანხმდა.
ნატო-ს ლიდერებმა ვილნიუსის სამიტზე დაგმეს რუსეთის ბირთვული რიტორიკა და განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება.