ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, აქამდე დატოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგია ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„მელიას რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, აქამდე დატოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდებაც არ უნდა სჭირდებოდეს, ის ისედაც არის უკვე რეალურად განდევნილი პარტიიდან, მაგრამ ჯიუტად მაინც არ ტოვებს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. წარმოიდგინეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ვერ ელევა კაცი, რა თავმოყვარეობაზე არის საერთოდ საუბარი. მათი შიდა დაპირისპირება არის ძალიან კარგი. სწორედ ამ შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგია, მათ შორის ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც აღენიშნება „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კობახიძემ.