ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის განცხადების თაობაზე განაცხდა.
პოლონეთის პრემიერმი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“.
სარჯველძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება განცხადებას, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ, ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, რადგან არ მგონია, ასეთ დამოკიდებულებას და ასეთი სიტყვებით მოხსენიებას იმსახურებდეს სააკაშვილის შემთხვევა. გარკვეული პერიოდულობით არის მცდელობა, რომ ეს საქმე ყურადღების ქვეშ მოექცეს, თუმცა ობიექტურად ამას მიზეზი არ აქვს. არ მგონია, რომ განმცხადებელთა ვინაობა რაიმე დიდ არგუმენტს მატებდეს სააკაშვილის თემაზე არსებულ მდგომარეობას, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არანაირი საფუძველი არ არის საქართველოს კრიტიკისთვის, თითქოსდა სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე უფლების დარღვევას. გასაგებია, რომ ვინმესთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის გარეთ გაყვანა საინტერესო იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ქართული კანონმდებლობით სასჯელს მოიხდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.