აშშ და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს, რაც სავსეა კატასტროფული შედეგებით. ის ფაქტი, რომ კიევს ეყოლება F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება, მოსკოვი მას განიხილავს, როგორც დასავლეთის მხრიდან საფრთხეს ბირთვულ სფეროში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მოვლენების უკიდურესად საშიში განვითარების მხოლოდ ერთი მაგალითია - აშშ-ის გეგმა გადასცეს კიევის რეჟიმს F-16-ის გამანადგურებლები. ჩვენ შევატყობინეთ ბირთვულ სახელმწიფეობს აშშ-ის ბტრიტანეთსა და საფრანგეთს, რომ რუსეთს არ შეუძლია უგელებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი ატაროს ბირთვული იარაღი“, - განუცხადა ლავროვმა რუსულ მედიას და დასძინა, რომ „ვერანაირი გარანტიები ვერ იქნება“.
მისი თქმით, თავად ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ექნებათ მსგავსი სისტემები, რუსეთის მიერ განხილული იქნება, როგორც დასავლეთის მხრიდან საფრთხე ბირთვულ სფეროში.
ლავროვის თქმით, რუსეთი იძულებული გხდება, დააფიქსიროს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელ კურტორებს არ სურთ დათანხმდნენ „უკრაინის კონფლიქტის“ დეესკალაციის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ჩინეთის, ბრაზილიისა და აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო ინიციატივებს.