გულითადად ვთხოვდი ზელენსკის, რომ საქართველოზე ლაპარაკის დროს წარმოიდგინოს, რომ აქ არის უამრავი ადამიანი, რომელსაც სააკაშვილი გულზე არ ეხატება და არ არის საქართველო სააკაშვილი," - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა.
"პინგ-პონგი აქვს "ქართულ ოცნებასა" და ზელენსკის მთავრობას, რომელი უფრო მეტ საზიზღრობას გააკეთებს და იტყვის ერთმანეთზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ფრაზა, რომ ჩვენ მაინც ვრჩებით უკრაინის მხარდამჭერად, იყო ძალიან ადეკვატური იმიტომ, რომ სინამდვილეში, ზელენსკიმ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ქვეყანას. ელჩს რომ მოკიდებენ ქეჩოში ხელს, პანჩურს ამოარტყამენ და გამოაგდებენ, ამის მომდევნო ნაბიჯია ომი ხოლმე - ომის წინ ხდება ასეთი რაღაც. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის. ზელენსკის ახლა აკრეფილი აქვს "ქართულ ოცნებაზე" როგორც ჩანს და მთავარი "შემჩიჩხინებელი" საქართველოს საკითხებში ჰყავს ბატონი არახამია, რომელიც მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება. ზელენსკი ახლა არ ზის და ქართულად გადაცემებს არ უყურებს, მაგრამ ვინმე თუ უთარგმნის, , ჩემი გულითადი თხოვნა იქნება ადამიანისადმი, რომლითაც ვარ აღტაცებული და არ მეგონ, ასეთი ვაჟკაცი თუ იყო ზელენსკი, კერკეტი კაკალი გამოდგა, ვიყავი და ვარ მისით აღტაცებული, რჩევა და მოწოდება მექნება მასთან, რომ სააკაშვილი არ არის საქართველო და მხოლოდ სააკაშვილის ქომაგობა არ არის საქართველოს ქომაგობა. ნახევარ საქართველოს მაინც სძულს სააკაშვილი. მით უფრო იქ არ ჰყავდათ კაცო სააკაშვილი, ან გამოეპარათ ან გამოაპარეს, ამას ხომ არ ვიგონებ, მათი საზღვარიც ხომ გადმოლახა უკანონოდ?" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.