ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენისას.
„მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე. ამაზე ვისაუბრეთ უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს და სხვა შეხვედრებზეც. დღეს გრძელვადიანი ვალდებულებების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გამყარებულია იმ გაგებით, რომ გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა წარვადგინეთ ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომ მკაფიო გავხადოთ – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს…ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაშიც, რაც იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს“, – განაცხადა ბაიდენმა.