ვილნიუსში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ შეათანხმეს დეკლარაცია უკრაინისთვის„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
დეკლარაციაში საუბარია, რომ „დიდი შვიდეულის „ ქვეყნები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება მნიშვნელოვანი შედეგებით უსაფრთხოების სფეროში.
„ეს გვაძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.