დავით სერგეენკო გააძევეს რუსული ოცნების უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"ეს არის საბაბი [გაცდენები]. რეალურად, დავით სერგეენკო გააძევეს რუსული ოცნების უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი და ყველა ოცნების დეპუტატი, რომელმაც გაბედა და შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე არ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი, დაისაჯა. ეს არის რეალურად სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, გაცდენები არის მხოლოდ საბაბი, გაცდენებს სხვა არც ერთ რუსული ოცნების დეპუტატს არ უთვლიან," - განაცხადათინა ბოკუჩავამ
დღეს ცნობილი გახდა, რომ დავით სერგეენკომ დეპუტატის მანდატი დატოვა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. მისივე თქმით, დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავად არ მიუმართავს.