საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკბაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები არის, ერთი მხრივ, უცოდინრობის და, მეორე მხრივ, უპასუხისმგებლობის მაგალითი, როდესაც ცდილობენ, საქართველო და უკრაინა დააპირისპირონ ერთმანეთთან ნატო-ს კონტექსტში.
„სინამდვილეში, უკრაინა, რომელიც ძალიან მძიმე ომშია, იმსახურებს და პრიორიტეტულად უკრაინას ეკუთვნის ყურადღება როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის მხრიდან. საერთაშორისო პარტნიორებს გვაქვს მორალური ვალდებულება უკრაინასთან, ამიტომ ამის რაღაცნაირად საქართველოსთან დაპირისპირება არის მავნებლური დამოკიდებულება.
რადიკალური ოპიზიცია პირდაპირ აზიანებს და ებრძვის საქართველოს და უკრაინის მეგობრობასაც. საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს უსამართლო დამოკიდებულებას, თითქოს ჩვენ უნდა შეგვშურდეს უკრაინის.
არა, პირიქით, საქართველო, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება უკრაინასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ყურადღებას და გაზრდილ მხარდაჭერას.
რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, სერიოზული კომენტარი ამაზე არც კი შეიძლება, გავაკეთოთ, რომ არა ისევ და ისევ ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან.