გეოპოლიტიკური ვითარება მზად როცა იქნება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საქართველოსთან დაკავშირებით სიახლე არაფერია, რჩება ის ძირითადი მიდგომა, რაც აქამდე ჰქონდათ, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ აღქმულია. გეოპოლიტიკური ვითარება მზად როცა იქნება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, ამ დღის წესრიგში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. უკრაინის მიმართაც დამოკიდებულება ანალოგიურია – უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ ცალკე გზა იქნება უკრაინის ნატო-სთან ინტეგრირების. არ იქნება MAP-ი, მაგრამ როგორც აღნიშნავენ, ცალკე გზა იქნება და უნდა იყოს თავსებადობა უკრაინის შეიარაღებისა და ინსტიტუციური რეფორმირების. შეიძლება გარკვეული დიფერენციაცია არის, მაგრამ შინაარსობრივად საკითხი დაახლოებით იგივეა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.