პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში აღარ დადის და პლენარულ სხდომაზეც რამდენჯერმე იყო.
დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის მიზეზი კი, უცხოური აგენტების კანონპროექტი გახდა, რომელიც უმრავლესობამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საბოლოოდ პარლამენტიდან გაიწვია.